რაფ სიმონსის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა Christian Dior-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის პოსტი, მოულოდნელი აღმოჩნდა ბრენდის მფლობელებისთვის. მათ ვერ შეძლეს რაფ სიმონსის შემცვლელის მოძებნა, ამიტომ 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის Haute Couture-ის და 2016/2017 წლის შემოდგომა-ზამთრის prêt-à-porter-ს კოლეციების შექმნაზე ბრენდის დიზაინერული სტუდიის ჯგუფი იმუშავებს. მათი ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ სიმონსის თანაშემწე პიტერ მიულიე კოლექციის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მან Dior-ი სიმონსის წასვლის შემდეგ დატოვა.


