LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთში საექსპორტო გაზსადენის გახსნას დაესწრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს “აღმოსავლეთ-დასავლეთის” გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონიაში.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე “ბელეკის” საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის” გაზსადენი აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს კასპიის ზღვის სანაპიროსთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია,  წლიური გამტარუნარიანობა კი – 30 მილიარდი კუბური მეტრი. მარშრუტი განიხილება, როგორც ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის ხელსაყრელი. მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საექსპორტოდ.

მილსადენის მშენებლობის ინიციატივა თურქმენეთმა 2010 წელს გამოთქვა.