LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო კახიძის საშობაო – ისე, როგორც არასდროს მოგისმენიათ

Ardaidardo.Geვატო კახიძის ცნობილი სიმღერა „ალილო“, რომელიც ყველა ქართველისთვის საყვარელი კომპოზიცია გახლავთ, ანსამბლ „ირიაოს“ ვოკალისტებმა: მიშო ჯავახიშვილმა, გაგა აბაშიძემ, ბუბა მურღულიამ და გოგა კაპანაძემ ერთ-ერთი ღონისძიების რეპეტიციაზე ექსპრომტად შეასრულეს.

 

„ირიაო“ ეთნო-ჯაზ ჯგუფი გახლავთ, რომელსაც კომპოზიტორი დავით მალაზონია ხელმძღვანელობს, „ირიაო“ მის შექმნილ კომპოზიციებს ასრულებს. ჯგუფი საზღვარგარეთ დიდი წარმატებით სარგებლობს და სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ გამოსვლები პრესტიჟულ ჯაზფესტივალებზე. მალე მათი ალბომი გამოიცემა, რომელიც უცხოეთშია ჩაწერილი და დამზადებული.