LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს.  “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ არ დარჩება.  საინფორმაციო სააგენტოს წყარო ასევე გამორიცხავს, ყოფილი პრემიერის მიერ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ხელმძღვანელობას და ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა მის პრემიერ-მინისტრობას ხელს არ უშლიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების თაობაზე 23 დეკემბერს განაცხადა. მისი გადადგომით უფლებამოსილება მთელ მთავრობას შეუწყდა.