რამდენიმე წუთში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს წარადგენს, პარლამენტის შენობაში უმრავლესობის სხდომის დაწყებას ელოდებიან. სხდომის პირველი 5 წუთი მედიისთვის ღია იქნება და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სწორედ დასაწყისში წარადგენს ღარიბაშვილი ახალ პრემიერს. ამის შემდეგ კი სხდომა დაიხურება.
საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს დაამტკიცებს, მანამდე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფრაქციებში მოუსმენენ.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია.
