ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 28 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0084 პუნქტით გამყარდა და 2, 4023 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0029 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6365 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.97%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 37.73 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,30%-ით შემცირდა და 28 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1074.00 დოლარი ღირს.
