LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი – თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ

თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე – უნდა ველოდოთ თუ არა მნიშვნელოვან სიახლეებს საარჩევნო სიაში, პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ.

“თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატო-ში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი – ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ. არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.