LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიდარდოს“ მუსიკალური წამყვანები გილოცავენ შობა-ახალ წელს

Ardaidardo.Ge„არ დაიდარდოს“ მუსიკალურმა წამყვანებმა წინასაახალწლოდ ახალი ფოტოები გადაიღეს და იმ სურვილების შესახებაც გვითხრეს, რომლებსაც ახალ წელს ჩაიფიქრებენ.

 

Ardaidardo.Ge

კატო კიკაბიძე:

პირველ რიგში, ვისურვებდი მშვიდობას ქვეყანაში, ასევე სიყვარულსა და ღიმილს, ჩემი თავისთვისა და გარშემო მყოფებისთვის. მინდა, ადამიანები ქუჩაში ბედნიერები მხვდებოდნენ. მე სულ ბედნიერი დავდივარ (იღიმის).

თუკი პირად სურვილებზე ვისაუბრებთ, ჩემი სახლი მინდა ძალიან, მანსარდული ტიპის, კარსლონივით რომ ვიცხოვრო…

„არ დაიდარდოს“ ვუსურვებ ბევრ მსმენელსა და პოზიტივს, მართალია, არც ერთი გვაკლია და არც მეორე, არც რეიტინგი და იღბალი, კიდევ უფრო მეტს ვისურვებდი (იღიმის).


Ardaidardo.Ge

ლაშა რამიშვილი:

ჩემი სურვილია, გვიყვარდეს ერთმანეთი, ქვეყანა გამთლიანდეს და მშვიდობამ დაისადგუროს. მინდა, ნიჭიერ ხალხს მეტი ასპარეზი მიეცეს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე ბედის შექმნა, მჯერა, რომ თუკი
ვინმეს რამის გაკეთება უნდა, ამას აუცილებლად შეძლებს.

ჩემი ოჯახისთვის ჯანმრთელობას ვისურვებ, ბანალურია, მაგრამ ბოლო პერიოდში სანატრელი გახდა… სხვა სანატრელი არაფერი მაქვს, არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები მყავს, კარგი სამეგობრო წრე, ვმუშაობ რეიტინგულ რადიოჰოლდინგში, მუსკომედიის თეატრში, სადაც უნდა გამოვჩენილიყავი, ყველგან გამოვჩნდი (იღიმის).

„არ დაიდარდოს“ კიდევ უფრო მეტ რეიტინგსა და წინასვლას ვუსურვებ.


Ardaidardo.Ge

ბეგი ლოგუა:

ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, რასაკვირველია, მშვიდობას, ქართველებს – ერთმანეთის სიყვარულს.

პირადი სურვილები (ფიქრობს…) – ყველა სურვილი ამიხდა (იღიმის). ახლა, ალბათ, არაფერს ჩავიფიქრებ. მაინც? – კარგი, დასვენება მინდა, წავიდოდი პრაღაში, თუნდაც ახლა…

რაც შეეხება „არ დაიდარდოს“ – ვუსურვებ მაღალ რეიტინგს, მსმენელთა ერთგულებას და ხარისხიან მუსიკას.

Ardaidardo.Ge

გიორგი არჩვაძე:

ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, მშვიდობას და რა თქმა უნდა, ყველანაირ სიკეთეს.

საკუთარი თავისთვის მატერიალური არაფერი მინდა, რადგან ამაზე არ ვარ ორიენტირებული, ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანური ურთიერთობებია. ასევე ჯანმრთელობა, როცა ადამიანი
ჯანმრთელია, ყველაფერი კარგად არის… მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები, ჯანმრთელები იყვნენ.

„არ დაიდარდო“ წლებია, ნომერი პირველი რადიოა საქართველოში. ალბათ, ყველას ისეთი წარმატება უნდა ვუსურვოთ, როგორიც ჩვენს რადიოს ხვდა წილად (იღიმის).

Ardaidardo.Ge

დიანა ქველაძე:

ჩემი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, მშვიდობას ვისურვებდი. რასაკვირველია, გამთლიანებას, ტერიტორიების დაბრუნებას, საქართველოში მშვიდი გარემოს შექმნას ვისურვებდი.

რაც შეეხება პირად სურვილებს, ბევრს ვიმოგზაურებდი და შემდეგ წელს დავგეგმე კიდეც, ევროპაში, ავსტრიაში ან იტალიაში წავალ, დავათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს… ჩემი საყვარელი
ადამიანების კარგად ყოფნა უმთავრესი სურვილია.

„არ დაიდარდოსთვის“ ბევრ ექსკლუზივს, ახალ კარგ და გემოვნებიან ქართულ სიმღერებს, ბევრ მსმენელსა და აღიარებას ვისურვებდი…

Ardaidardo.Ge

თაკო მელიქიშვილი:

ჩემს ქვეყანას მინდა, მშვიდობიანი პერიოდი დაუდგესმ მინდა, 2016 წელი უფრო წარმატებული იყოს მომღერლებისთვის, რომ მეტი კონცერტი ჩატარდეს და ჩვენი საქმის კეთების მეტი სტიმულიც გვქონდეს.

ჩემი პირადი სურვილები, ძირითადად, შვილს უკავშირდება, ყველა საქმეს იმიტომ ვაკეთებ, რომ ის იყოს წარმატებული და ბედნიერი.

„არ დაიდარდოს“ რაც შეეხება, გახსნის დღიდან პირველი პოზიცია უკავია, მინდა, ასე გაგრძელდეს არა მხოლოდ 2016 წელს, არამედ ყველა მომდევნო წელიწადს.