2015 წელს ევროპამ უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტები მიიღო. უმეტესი მათგანი სირიიდან არის, სადაც ომის შედეგად 4 წლის მანძილზე 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ყოფილი სამხედრო მმართველი მუჰამადუ ბუჰარი გახდა პირველი ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელმაც ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მისი მომხრეები შედეგების საზეიმოდ აღნიშვნისას უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდნენ.
აპრილში ნეპალში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 8 ათასზე მეტი ადამიანი, ათასობით კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მსხვერპლთა ნაწილის კრემაცია კატმანდუში, პაშუპატინას ტაძარში მოხდა.
ვულკანი კალბუკო (Calbuco) ჩილეში 8 დღის განმავლონაში სამჯერ ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ 2.500 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ვულკანი ათწლეულების მანძილზე მიძინებული იყო, თუმცა 24 აპრილს ლავას უზარმაზარ სვეტად გადაიქცა და ფერფლი ჰაერში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გავრცელდა.
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გახდა მონარქი, რომელიც ქვეყანას ყველაზე დიდი ხანია, მართავს. 9 სექტემბრის 17:30 საათის მონაცემებით, იგი უკვე 23,226 დღე და 16 საათია ქვეყანას მართავს.
პაპმა ფრანცისკემ ცენტრალურ აფრიკაში მორწმუნეებს უთხრა, რომ „ქრისტიანები და მუსულმანები ერთმანეთის დები და ძმები არიან.“
ბელარუსში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი შეწყდებოდა. რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი 15 თებერვალს შეწყდებოდა. წლის დასარულისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მაინც ისვრიან.
ტერორისტების მიერ „შარლი ებდოს“ 17 თანამშრომლის მკვლელობის შემდეგ პარიზის ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. მოგვიანებით კი “ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზში მასშტაბური ტერაქტები მოაწყო.
გამოძიებამ დაადასტურა, რომ მალაიზიური თვითმფრინავი 1 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული „ბუკით“ ჩამოვარდა.
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს საშუალება ჰქონდათ მთვარის დაბნელება ენახათ. დაბნელების დროს მთვარე წითელი და ძალიან დიდი ზომის ჩანდა.
საბერძნეთის მოსახლეობამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების შესრულებაზე უარი რეფერენდუმის შედეგად თქვა.
მსახიობი ჯონ ჰემი ფილმ Mad Men-ში დონ დრეიპერის როლის შესრულებისთვის პირველი ჯილდოს აღებისთვის სცენაზე ასვლისას დაცემას გადაურჩა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანრ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 83.5%-ით მეხუთედ გაიმარჯვა.
“ფიფას” პრეზიდენტი ზეფ ბლატერი თანამდებობიდან ივნისში გადადგა. იგი კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
ჩინეთში შტორმისას საკრუიზო გემის კატასტროფის შედეგად 440 ადამიანი დაიღუპა.
შიიტი მუსულმანები მათთვის წმინდა ქალაქ ქარბალაში, ერაყში, იმამ ჰუსეინის ტაძარში შეიკრიბნენ.
ივნისში ბავარიულ ალპებში დიდი შვიდეულის ლიდერები შეიკრიბნენ. ფოტოგრაფმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან საუბრისას დააფიქსირა.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა ელექტროენერგიის ტარიფი გაეპროტესტებინათ – მთავრობის გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის ღირებულების 17-22%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.


















