LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მაკა ზამბახიძის პირადი კომპოზიტორი?

Ardaidardo.Geწინასაახალწლო გადაცემას ”არის 2016” მაკა ზამბახიძე ესტუმრა.

–როგორია შენი წინასაახალწლო განწყობა და როგორი იყო 2015 წელი?

 

-კარგი რაღაცეები მოხდა ნამდვილად, შევხვდი 2015 წელს ღია ცის ქვეშ, ეს დადებითი მუხტი გამყვა მთელი წელი. სულ ორი სიმღერა ჩავწერე, ერთ-ერთს ახლა მოისმენთ, მეორეს კი 2016 წელს. ორივე არის ქართულენოვანი. ძალიან მიყვარს თქვენი მსმენელი და მაინტერესებს როგორ მიიღებს ახალ ნამუშევარს. ტექსტისა და სიმღერის ავტორი არის შემი შვილი სალომე. ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის არანჟირება, ჩაიწერა მასთან. სიმღერის სახელწოდებაა ”მოხდება საოცრება”. სალომეს უკვე სამი სიმღერა აქვს დაწერილი. წელსაც ცენტრალურ კონცერტში ვიღებ მონაწილეობას. ვმღერი დუეტს გიორგი სუხიტაშვილთან ერთად, საკმაოდ რთული სიმღერა შეგხვდა, ინგლისურ ენოვანი საშობაო სიმღერაა. ყოველი გამოსვლის წინ ძალიან ვღელავ, კორპორატიულ საღამოებზეც კი ძალიან ვნერვიულობ.

–რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვს ახალი წლის ღამეს?

-ვერ ვასწრებ, სულ კულისებში ვარ ამ დროს და სურვილის ჩაფიქრების დრო აღარ მაქვს. ბედობას ყოველთვის ვცდილობ პოზიტიური დავიბედო, კონცერტები დავიბედო… პოზიტიური ადამიანი ვარ, მგონი ცოტა ვერ ვარ ჭკუაზე. მინდა ყველას ბედნიერი დღეები, ჯანმრთელობა და სიკეთე ვუსურვო.

მაკა ზამბახიძე – მოხდება საოცრება

AudioMAKA ZAMBAXIDZE – MOXDEBA SAOCREBA

გადაცემის ჩანაწერი 

AudioAris 2016. Maka Zambaxidze

ვოდეო კოლაჟი

ფოტოები