
წინასაახალწლო გადაცემას ”არის 2016” დათუნა სირბილაძე ესტუმრა.
-როგორია შენი წინასაახალწლო განწყობა?
-ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია ახალი წელი.
-შევაჯამოთ 2015 წელი…
-ნამდვილად წარმატებული იყო, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ წელს იმისათვის, რომ მშვიდობით ჩაიარა. სამი სიმღერა ჩავწერე, ორი სიმღერა მუშაობის პროცესშია. წინსვლა მქონდა ბიზნესის მხრივაც.
-გჯერა აღმოსავლური კალენდრის?
-შემთხვევით გავიგებ ხოლმე, შეგნებულად ინფორმაციას არ ვიძიებ.
-სად ხვდები 2016 წელს?
-ჩემს მეგობრებთან, ანსამბლ ”შვიდკაცასთან” ერთად გორში ვიმღერებთ. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს ისე ატარებ მთელს წელსო და მე მჯერა ამის.
-ბედობის გჯერა?
-კი, მჯერა. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ცრურწმენით ხარ მოცულიო. ასე არ არის. ხომ ამბობენ ხოლმე, ბედობას უნდა დაგებედოს რაღაც, იქნებ მართალია ეს, ამიტომაც ხვდები მათთან ერთად ვინც მინდა, რომ დამებედოს და ვაკეთებ იმას, რაც მინდა რომ ხშირად მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.
-ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
-სიმღერა ახალ წელზეა, ეს არის ძველი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის ჩემებური ვერსია. საუბარია სიმღერაზე ”ფიფქებო”. ბავშვობიდან მესმის ეს სიმღერა… ძალიან მიყვარს, მელოდიურია და ჩემთვის ახალი წელი არის ეს სიმღერა. დამზადდა დათო უგრეხელიძის სტუდიაში. ძალიან საინტერესო ვერსიაა ჩემი აზრით.
დათუნა სირბილაძე – ფიფქებო
გადაცემის ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტო
