LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

147

აქტიური გრძნობა, ნაზი რომანსი ან ვნების ნამდვილი სიმფონია – იპოვეთ საკუთარი რომანტიული მოტივი სასიყვარულო ჰოროსკოპში.

 

 

 

 

 

 

ვერძი

როგორც ჩანს, გასულ წელან შედარებით, პირად ფრონტზე გაცილებით კარგი სიტუაცია გაქვთ. ვენერა და მარსი, შეყვარებულთა პლანეტები, აქტიურ კონტაქტში შემოვლენ, თუმცა, ინიციატივა თქვენი პარტნიორის ხელში იქნება. რაც არ უნდა იყოს, მაისის ბოლოს მოემზადეთ სერიოზული საუბრისთვის მომავალთან დაკავშირებით და იმასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის.

 

კურო

Couple laughing on bed

2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ბევრ ცვლილებას გპირდებათ: მარტსა და სექტემბერში თქვენი ყველაზე რომანტიული ფაზებია. ეს ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ დროულად გეხსნებათ ახალი შესაძლებლობები პირად ურთიერთობაში. შესაძლოა, მალე შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ყველაფერი მეგობრობით დაიწყება და სერიოზულად დასრულდება. თუ ეს მეტი იქნება, ვიდრე მსუბუქი რომანი, თქვენ საერთო მომავალი გაქვთ. ნუ შეგეპარებათ ეჭვი და უბრალოდ დატკბით.

 

ტყუპები

აპრილში, როდესაც გაიხსენებთ თქვენს გასულ რომანს, უცებ შეიძლება გამოირკვას, რომ ტქვენი ახლობლები მას კვლავ აქტუალურ ისტორიად მოიაზრებენ. კიდევ ერთი გამოცდა გელით ზაფხულის ბოლოს: თქვენ მთელი ძალიათ ეცდებიან დაგარწმუნონ, რომ უარყოფილ ვარიანტს დათანხმდეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი ეს წარსული გახდება სექტემბრის დადგომიდან: თქვენ წინ ახალი რომანი გელოდებათ ან თქვენი წინა ურთიერთობა განახლდება.

 

კირჩხიბი

Young man carrying his girlfriend at piggyback

თქვენთვის 2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი საკმაოდ ვნებიანად იწყება, ყველაფერი იანვარში ან თებერვალში მოხდება. თუმცა, შესაძლოა მალევე კითხოთ საკუთარ თავს: მართლა ეს მინდოდა? თქვენ ისევ და ისევ დაიწყებთ კომპრომისის ძებნას თქვენს ოცნებებსა და რეალობას შორის. წლის ბოლოსკენ ამ ურთიერთობაში უფრო მეტ ეჭვს შეიტანთ და იმაზე დაფიქრდებით, საერთოდ ღირს თუ არა.

 

ლომი

რომანტიული ურთიერთობისთვის საჭირო მომენტი დგება, თუმცა, ზაფხულის დასაწყისში ეს შესაძლოა არც ისე შესამჩნევი იყოს. ის, რაც გელოდებათ 2016-ში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ არ გაგრძელდეს დიდხანს, მაგრამ კვალს ნამდვილად დატოვებს. ივნისში ეჭვის პერიოდი გექნებათ, მაგრამ თქვენი დაბადების დღისთვის ორივე დარწმუნებულები იქნებით, რომ ბედნიერები ხართ!

 

ქალწული

Couple kissing while building snowman

თქვენ სასიამოვნო მღელვარება გეწლოდებათ წინ: შესაძლოა, გელოდებათ ახალი რომანი ან უფრო კარგად გაიგებთ, რას ელოდებით არსებული ურთიერთობებისგან. სექტემბრის დასაწყისში მიიღებთ შანსს საბოლოოდ შეცვალოთ ყველაფერი, იმედი გაქვთ, რომ ამჯერად გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება და არც ცდებით: ყველაფერი სწორედ მაქეთ მიდის!

 

სასწორი

სასიყვარულო ჰოროსკოპში 2016 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გელოდებათ. წლის დასაწყისში არავინ „შეგაწუხებთ“, მაგრამ ივნისში სიტუაციას შესაძლოა სრულიად სხვადაგვარად შეხედოთ; შეიძლება, რომანი ახალ ეტაპამდე ასწიოთ ან მოვიდა დაშორებისა და ახლის ძიების დრო.

 

მორიელი

2016 წელი სერიოზულ კორექტივებს შეიტანს თქვენს სასიყვარულო ჰოროსკოპში. ბევრ ემოციას მოგიტანთ თებერვალი და მარტი, არანაკლები იქნება ნოემბერიც. წლის დასაწყისში დაფიქრდებით იმაზე, რა გინდათ რეალურად: არსებული რომანი თუ სიახლე. რაღაც მომენტში ბედმა შესაძლოა, ალტერნატივა შემოგთავაზოთ, მაგრამ თქვენ კვლავ ეჭვს შეიტანთ: სავარუდოდ, უპირატესობას მიანიჭებთ დარჩეთ, ოღონდ ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოთ.

 

მშვილდოსანი

Man and woman kissing on the beach

2016 წლის დასაწყისს თქვენ წარსულის შემობრუნებას შეეცდებით, დასასრულისკენ კი მიხვდებით, რომ დროა დაასრულოთ. როგორც არ უნდა იყოს, ზაფხულის შემდეგ ახალი მომავლის შეგებებას გადაწყვეტთ და უკან იშვიათად მოიხედებით. წლის ბოლოს თქვენ გექნებათ რეალური შანსი, საბოლოოდ გამოემშვიდობოთ წარსულს. დაუფიქრებლად გამოიყენეთ ის!

 

თხის რქა

2016 წელს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. სავარაუდოდ, ამ დრომდე ამ დუეტში თქვენ წამყვან პარტიას ასრულებდით – დროა, როლები შეცვალოთ. ასეთი მომენტი, შესაძლოა ივნისში დადგეს და თქვენ ორს შორის ახალი ვნება იფეთქებს. სიყვარულის მფარველი ვენერა წლის დასაწყისში და წლის ბოლოსკენ გადმოგხედავთ.

 

მერწყული

romantic couple playing in the park

2016 წელი თქვენთვის სტაბილური იქნება  სასიყვარულო ფრონტზე, ჩავარდნების გარეშე, სამაგიეროდ მკვეთრი და ნათელი აღმავლობით აპრილსა და ივნისში. ზაფხულში თქვენ ერთობლივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისთვის მოემზადებით. ეს დრო სავსეა იმედითა და ახლის მოლოდინით.  სექტემბრისკენ ცხოვრებაში უდიდეს გადაწყვეტილებს მიიღებთ, წლის ბოლოს კი ვენერა თქვენი ნიშნის უპირობო მფარველი, მთავარ როლს ითამაშებს, თქვენი ურთიერთობა რომანტიკის პიკში იქნება… და მიიღებთ მილოცვებს!

 

თევზები

2016 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრი უპირატესობისკენ შეიცვლება: თუ მარტო ხართ, ამაღლევებელი შეხვედრა გელოდებათ, ხოლო თუ არც ისე აღფრთოვანებული ხართ მეორე ნახევრით, ღირსეულს იპოვით. დატკბით არსებული მდგომარეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები