LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ილია მეორის 83-ე წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება

2016 წლის 4 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება: ჯემალ სეფიაშვილის საღამო – „მიყვარხართ!“ საშობაო შემოქმედებითი საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 83-ე წლისთავის აღსანიშნავად. მონაწილეობენ: მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ცისანა სეფიაშვილი, ნინო ძოწენიძე, მამუკა ჩარკვიანი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორის ჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი მეფისაშვილი. ანსამბლები: ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, “ფორტე”, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა, „მეკო-სტუდიოს“ ბავშვთა გუნდი.