LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ექსპორტზე 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების ღვინო გავიდა

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე – ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 26 72 154 ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგქვეყნებში: პოლონეთი 3% (1600302ბოთლი), რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ასევე, ლიტვა – 4% (658666), ესტონეთი – 54% (506124), ნიდერლანდები – 58% (51432), საფრანგეთი – 190% (37956), დანია – 100% (34840) და სხვა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ – 31% (248075), კანადა – 48% (157836), იაპონია – 5% (138290), ექსპორტიაგრეთვეგაიზრდაყირგიზეთში – 79% (185514), ისრაელში – 48% (35820), კორეაში – 37%(24 054) დასხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი.

მსოფლიოში ყოველწლიურად  40 მილიარდი ბოთლი ღვინო იწარმოება. აქედან, 54% არის წითელი, 37% თეთრი და 9% როზე. ღვინის მოხმარების უმსხვილესი ბაზრებია: აშშ, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, ბრიტანეთი.