მუხიანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონების კომპლექსი განთავსდება. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, კომპლექსს თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე ააშენებს.
კომპლექსში რაგბის სამი სტადიონი მოეწყობა – ორი ხელოვნური და ერთი ბუნებრივი საფარით.
როგორც მერიაში განაცხადეს, ჯერჯერობით, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ,თბილისის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება.
რაგბის ახალი მოედანი 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
