მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი–ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ გზაზე ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგი სახის რეჟიმი: თოვლისა და ლიპყინულის გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებაგაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ხორციელდება ცალმხრივად.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
