LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ახალ პროექტს წარადგენს

10 იანვარს, მუსიკალურ სალონში „ზაზანოვა“ მაია ბარათაშვილი, ზაზა მიმინოშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი და ნოდარ ექვთიშვილი, ანუ All Star ბენდი, ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს სახელად Crossroads. როგორც მაია ბარათაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, მუსიკალური პროექტი შემდგომში უფრო დიდ საკონცერტო სივრცეში გადაინაცვლებს, მანამდე კი მსმენელს მისი პირველად მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

მაია ბარათაშვილი:

ეს პროექტი, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ, გემოვნებიანი მუსიკის მსმენელისთვისაა. წარმოდგენილი იქნება ის, რაც დღეს World Music-ში კეთდება. პროექტისთვის სპეციალურად ჩამოვიდნენ მუსიკოსები. გავაერთიანეთ თანამედროვე ამერიკელი კომპოზიტორების მეტად თუ ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები ისევე, როგორც ზაზა მარჯანიშვილისა და ზაზა მიმინოშვილის მიერ შექმნილი მელოდიები. საღამო ორ საათს გასტანს და 21 საათზე დაიწყება.

1186c985-c5d8-40fc-91ab-db2b7e83c849