ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა.
