LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 იანვარს „ნაით ოფისში“ ინგლისელი დიჯეი დაუკრავს

13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს, „ნაით ოფისში“, „Panda Production“ წარმოგიდგენთ საინტერესო სეტს ქართველი და უცხოელი დიჯეების მონაწილეობით. თბილისში უკვე ჩამოვიდა ინგლისელი დიჯეი სტიუ პირსი (Stew Pears). როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, მან თავად მოისურვა საქართველოში ცოტა ადრე ჩამოსვლა, რომ ქვეყნის დასათვალიერებლად მეტი დრო ჰქონოდა. სტიუ თბილისში გუშინ ჩამოფრინდა, ხვალიდან მისთვის უკვე დაგეგმილიa შესაბამისი ვოიაჟი როგორც თბილისში, ისე ქალაქგარეთაც.

13 იანვარს, ღამის 11 საათიდან ის კლუბში დაუკრავს, მანამდე საღამოს ერთი ქართველი დიჯეი დაიწყებს, შემდეგ კი მას ჩაენაცვლებიან DJ Toda, DJ David Siva, DJ Oto.

ბილეთის ფასი, თუკი წინასწარ შეიძენთ, 20 ლარია, ადგილზე – 30 ლარი.

რაც შეეხება სტიუ პირსს, მას დაუკრავს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: Turnmills, Egg London, Electric Brixton.

df536a16-0866-49d1-92e5-067836b577e3