LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები ზამთარში (I ნაწილი)

ხრაშუნა თოვლი და ზამთრის სუსხი, გაყინული ტბები და დათოვლილი ქუჩები,  თბილი პლედი და ცხელი შოკოლადი – თუ ჯერ არ დაგიგემავთ შვებულება, თვალი გადაავლეთ ზამთრის ქალაქებს და მოიწყვეთ დაუვიწყარი ზამთრის არდადეგები.

 

როტენბურგი ტაუბერეზე, გერმანია

როტენბურგი შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც ყოველ ზამთარს ზღაპარულ ქალაქს ემსგავსება.

139

ბულერის მთა, ავსტრალია

ბულერის მთა ის იშვიათი ადგილია ავსტრალიაში, სადაც თოვლის ნახვა შეიძლება. ულამაზესი ქალაქი კი, მთელი მსოფლიოდან იზიდავს აქტიური დასვენების მოყვარულებს.

238

ელ ჩალტენი, სანტა-კრუსი, არგენტინა

მთის ბილიკებით სახელგანთქმული ელ ჩალტენი განსაკუთრებული პოპულარობით ზაფხულში სარგებლობს. ზამთარში კი, ცარიელდება და მხოლოდ გამოცდილი ტურისტები ბედავენ ქალაქში არდადეგების გატარებას.

3

415

ქუინსთაუნი, ახალი ზელანდია  

ქუინსთაუნი უაკატიპუს ულამაზესი ტბის გარშემოა გაშლილი, საიდანაც მთების Walter Peak და The Remarkables დაუვიწყარი ხედები იშლება.

6

ნარდენი, ნიდერლანდები  

ნარდენი ვარსკვლავის ფორმის ფორტშია მოქცეული. საუკუნეების წინ ფორტის კედლები ქალაქის შემოსევებისგან იცავდნენ.

7

ბლედი, სლოვენია

იულიის ალპებში, ბლედის ტბის ნაპირებზე, ტრიგლავის ნაციონალური პარკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ბლედი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბალნეოლოგიური და სათხილამურო კურორტია, სადაც ზაფხულში ტურისტებს აქტიურად დასვენება (გოლფის თამაში, ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, სამთო ტურიზმი), ზამთარში კი, უამრავი სათხილამურო ტრასით სარგებლობა შეუძლიათ.

slovenia

გრის-ფიორდი, კანადა  

თუ გსურთ თავი დააღწიოთ ცივილიზიას, მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა. გრის-ფიორდი კანადის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია, სადაც ზამთარში 140 დღე უკუნი ღამეა, უახლოეს სოფლამდე კი, 320 კილომეტრია.

kanada

შტრამბერკი, ჩეხეთი  

ტყიანი მთის ფერდობზე გაშენებულ შტრამბერკში შუასაუკუნეების უამრავი ციხე-სიმაგრეა, უძველეს ხის სახლებში კი, სტუმართმოყვარე ჩეხები დღესაც სიხარულით მასპინძლობენ ტურისტებს.

chexeti

სირაკავა, იაპონია

კლასიკურ იაპონურ ქალაქში სახლის სახურავები ისეა გაკეთებული, რომ ყოველთვის თავისუფლად გაუძლონ დიდთოვლობას.

iaponia

დამიულსი, ავსტრია

დამიულსში წელიწადში 9 მეტრამდე თოვლი მოდის, რაც მას ევროპის ყველაზე თოვლიან ადგილად აქცევს და რა გასაკვირია, რომ ქალაქი თავისი 300 მოსახლით, ზამთარში მოთხილამურეთა ნამდვილი სამოთხეა.

avstria

ზერფაუსი, ავსტრია

პირველმოსახლეებმა ეს ადგილი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში აითვისეს დღეს კი, ზერფაუსი ტურისტული მარშრუტის ყველაზე პოპულარული პუნქტია სათხილამურო კურორტის Serfaus-Fiss-Ladis-ის გზაზე.

avstria1

მარლოუ, ინგლისი

მარლოუ პატარა და მშვიდი ქალაქია ტემზის ნაპირებზე. მართალია, ქალაქი ხმაურიანი ლონდონიდან სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული, აქ მაინც ყოველთვის სიწყნარე და სიმშვიდეა.

inglisi

ვიბორგი, რუსეთი

ვიბორგი რუსეთისა და ფინეთის საზღვარზეა გაშენებული, საიმენის არხი კი, რომელიც მას გარს აკრავს, ზამთარში სრულად იყინება.

149

ბამბერგი, გერმანია  

გერმანული ქალაქის ცენტრი, რომლის განაშენიანებაც 902 წელს დაიწყო, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ბამბერგის ბრწყინვალედ შემონახულ ქვის ტროტუარებზე სეირნობა კი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზეა სასიამოვნო.

germaniaa

გალშტატი, ავსტრია

გოლშტატის მარილის მაღაროები უძველესია ევროპაში და უკვე სამი ათასი წელია ფუნქციონირებს. ცნობები პატარა ქალაქზე წერილობით წყაროებში პირველად 1311 წელს გაჩნდა, დღეს კი, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება.

galshtati