LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ცხოვრებამ ძალიან დაგვღალა

სამყარო ძალიან მომქანცველი და უმადურია. თქვენ კი, უკვე იმით ხართ დაღლილი, რომ ამ სამყაროში გიწევთ ცხოვრება. თქვენ დაიღალეთ სიყვარულით და მზრუნველობით, გაურკვევლობით, ერთფეროვანი ყოველდღიურობით და ყველაფრის გაცემით იმ სამყაროსთვის, რომელიც უკან არაფერს გიბრუნებთ.

როცა იმედი გქონდათ და საკუთარი ოპტიმიზმით ცინიზმის დამარცხებასაც ახერხებდით, თქვენ მზად იყავით გაგეცათ სულ უფრო მეტი, მაგრამ გატეხილმა გულმა, შეუსრულებელმა დაპირებებმა და ვერ განხორციელებულმა გეგმებმა ოცნებებიდან რეალურ სამყაროში დაგაბრუნათ, რომელიც ყოველთვის კეთილი არ იყო თქვენს მიმართ და თქვენც უფრო მეტს კარგავდით, ვიდრე პოულობდით. ახლა კი, ძალა აღარ გაქვთ, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ.

მართალია, ჩვენ ყველანი ძალიან დავიღალეთ და გარკვეულ ასაკს მიღწეულები იმედგაცრუებულ ცინიკოსთა უზარმაზარ არმიად ჩამოვყალიბდით, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ჰარმონიას. ჩვენ ბევრად მეტი გვინდა, თუმცა ძალიან დავიღალეთ, რომ რაიმე ვითხოვოთ. არ მოგვწონს ჩვენი ადგილი, მაგარამ ძალიან დათრგუნული ვართ, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. საჭიროა გარისკვა, მაგრამ გვეშინია, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაინგრევა და არ ვართ დარწმუნებული, რომ  კიდევ ერთხელ შევძლებთ ყველაფრის თავიდან დაწყებას.

კიდევ ერთი სიმართლე – ჩვენ ძალიან დავიღალეთ ერთმანეთისგან. დავიღალეთ იმ თამაშით, რომელსაც ვთამაშობთ, იმ ტყიულით, რომელსაც ურცხვად ვამბობთ და გაურკვევლობით, რომელშიც ერთმანეთს ვამყოფებთ. ჩვენ არ გვინდა ნიღბის მორგება, მაგრამ ვიყოთ გულუბრყვილო ბრიყვები ჩვენ უფრო ძალიან არ გვინდა. გვიწევს ვითამაშოთ ჩვენთვის საძულველი როლები და თავი მოვაჩვენოთ სხვებს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არ ვართ.   

ყველამ კარგად იცით, რამდენად რთულია ძველის გაგრძელება ან ახლის დაწყება, როცა მოტივაცია არაა. ის ოპტიმისტური იდეალები კი, რომლებსაც ერთ დროს ასე ძალიან უფრთხილდებოდით, დღეს უკვე უიმედოდ და სულელურად გეჩვენებათ. თუმცა, თუ უკვე აღიარეთ საკუთარი დამარცხება და მზად ხართ დანებდეთ, მოიკრიბეთ უკანასკნელი ძალები და კიდევ ერთხელ სცადეთ.

თქვენ ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანები ხართ, ვიდრე გგონიათ,  თქვენ შეგვიძლია გასცეთ უფრო მეტი სიყვარული და იმედი, მეტი ვნება და ემოცია, ვიდრე ახლა გასცემთ. ადამიანებს ყოველთვის სწრაფი რეზულტატი გვჭირდება და უკან ვიხევთ, როცა ეფექტს ვერ ვხედავთ, გვიპყრობს იმედგაცრუება და თავს ვანებებთ ყველა მცდელობას.  ამიტომ, პირველ რიგში საჭიროა გაიგოთ და მიიღოთ, რომ ყოველდღე ვერ იქნებით შთაგონებული, თქვენი დაღლა და გულდაწყვეტილობა კი, სულაც არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე ხართ გაჩერებული. ნებისმიერი, ვისითაც თქვენ ხართ აღფრთოვანებული, ერთხელ მაინც დამარცხებულა ოცნების დევნაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მიზნის მიღწევაში. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებთ – იქნება ეს ყოველდღიური რუტინა, თუ გრანდიოზული გეგმების რეალიზაცია, მთავარია, არ მისცეთ საკუთარ თავს დანებების უფლება.  

როცა დაღლილი ხართ, იმოძრავეთ ნელა, მშვიდადა და აუჩქარებლად, ოღონდ ნუ გაჩერდებით! დაღლილობა სრულიად ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული – თქვენ დაიღალეთ, რადგან ძალიან ბევრს აკეთებთ და ცვლით, რადგან იზრდებით და დარწმუნებული იყავით,  როდისმე ეს ზრდა აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებამდე.