ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 7 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გაუფასურდა და 2.4175 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0084 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2.5945 ლარია.
