შპს ”ჰიპ-ჯორჯია”, რომელმაც საწარმოო პროცესი თითქმის ორი წელია შეაჩერა, უახლოეს მომავალში წარმოების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ჟვანიამ განუცხადა.
ჟვანიას თქმით, საწარმოს გაჩერების მიზეზი ნედლეულის სიმცირე გახდა. ”არ გვყოფნის ნედლეული, შესაბამისად დაველოდებით მოსავალს და უკვე ამის შემდეგ განახლდება წარმოება”, – განმარტა ”ჰიპ-ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა.
მისივე განცხადებით, ”ჰიპ-ჯორჯია” კახეთში მიწის შეძენას გეგმავს, სადაც ახალი საწარმო და ფერმა აშენდება და ბიოლოგიურად სუფრა პროდუქცია დამზადდება.
”ველოდებით მიწის შეძენას. ეს პროცესი საკმაოდ გაიწელა და არ ვიცი, როდის დასრულდება. გვაქვს კონკრეტული მიწა შერჩეული, რომელიც სხვის საკუთრებაშია. ამ ეტაპზე ირკვევა ამ მიწის სტატუსი და ველით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა ”ფორტუნას” არჩილ ჟვანიამ.
შპს ”ჰიპ-ჯორჯია” აგარაში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს. ქარხანაში ვაშლის კონცენტრატს აწარმოებდნენ, რომელიც შემდეგ გერმანიაში იგზავნებოდა.
