„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა საკუთარი დედა სიკვდილით დასაჯა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
20 წლის საქრმა საკუთარი დედა ლინა ალ-ქასემი სირიის ქალაქ რაქაში მოკლა. ფაქტს ასობით ადამიანი შეესწრო. ქალი შვილმა მისსავე სამსახურთან მოკლა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლინა ალ-ქასემი შვილს თხოვდა, დაჯგუფება დაეტოვებინა და ქალაქიდან გაქცეულიყვნენ. დედა საქრს არწმუნებდა, რომ კოალიცია დაჯგუფების ყველა წევრს მოკლავდა.
ალ-ქასემი დაახლოებით 40 წლის იყო.
