LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი 6 საათიან სამუშაო დღეზე გადადის

იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები იყვნენ, შვედეთი 6 საათიან სამუშაო დღეზე გადადის, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

დამსაქმებლებმა საკუთარი კომპანიების შინაგანაწესში უკვე შეიტანეს ცვლილებები, რათა დასაქმებულებმა საკუთარი სამუშაოს შესრულება უფრო მოკლე პერიოდში შეძლონ და პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო დარჩეთ.

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გოტენბურგში „ტოიოტას“ ცენტრებმა სამუშაო დრო ჯერ კიდევ 13 წლის წინ შეცვალეს და ამტკიცებენ, რომ მათი დასაქმებულები მეტად ბედნიერები და შრომისუნარიანები არიან.