LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „მაკდონალდსის“ ცენტრალური საწყობი აშენდება

2016 წელს, თბილისში, „მაკდონალდსის“ ცენტრალური საწყობი აშენდება, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოამარაგებს.

როგორც  ”ფორტუნას” ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, თეგა კაპანაძემ განუცხადა, საწყობის აშენების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თბილისურმა საწყობა მთლიანად ამიერკავკასია მოამარაგოს.

გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ ქსელსაც გააფართოებს. კაპანაძის ინფორმაციით, გლდანსა და რუსთავში წელს “მაკდონალდსი” გაიხსნება. მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა გლდანში, რუსთავში კი სამშენებლო სამუშაოები იანვრის ბოლოს დაიწყება.

”რესტორნების გახსნა ზაფხულსა და შემოდგომაზე იგეგმება. რაც შეეხება ინვესტიციას, რუსთავში დაახლოებით 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორცილდება, გლდანში კი- 4 მილიონის”, – აღნიშნა თეგა კაპანაძემ.

როგორც ”ფორტუნასთან” საუბრისას ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა განმარტა, ახლადგახსნილ ”მაკდონალდსებში” დაახლოებით 20-50 ადამიანი დასაქმდება.