LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Facebook ტელეფონის ნომრების „სიკვდილს“ პროგნოზირებს

მესენჯერის ფართო მოხმარების გამო, Facebook ტელეფონის ნომრების „სიკვდილს“ პროგნოზირებს. „2016 იქნება წელი, როდესაც ტელეფონის ნომრებს „სიკვდილის“ რეალური ნიშნები გაუჩნდება. ეს ყველაფერი კი Facebook-ის მესენჯერის დახვეწასთან იქნება კავშირში“, – დაწერა საკუთარ გვერდზე მესენჯერის კურატორმა, დევიდ მარკუსმა.

მისი თქმით, ამ გზით შესაძლებელია ტექსტური შეტყობინებებისა და ხმოვანი ურთიერთობის დამყარება სასურველ ადამიანთან, ამიტომ ჩვეულებრივი სატელეფონო ნომრები მალე საჭირო აღარ იქნება.