LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნს კრუელა დე ვილის განსახიერება სურს

სტუდია Disney კრუელა დე ვილზე ფილმის გადაღებას გეგმავს, სადაც მთავარი როლის შესულების სურვილი მსახიობმა ემა სტოუნმა გამოთქვა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოიაზრება მთავარ როლზე ან რეჟისორად, რადგან პროექტის რეალიზების თარიღად 2020 წელი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ პირველად კრუელა დე ვილი დოდი სმიტის 1956 წლის რომანში „101 დალმატინელი“ გამოჩნდა, მოგვიანებით მასზე ფილმიც გადაიღეს. 1996 წლის ეკრანიზაციაში ბოროტი ქალბატონი გლენ კლოუზმა განასახიერა.