კონტრაქტორებს, რომლებიც საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ შესაბამისი სანქციები უნდა დაეკისროთ, კეთილსინდისიერი კონტრაქტორები კი უნდა წახალისდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ყველა კონტაქტორმა ვერ გაითავსია ის ვალდებულებები, რაც მათ ჰქონდათ. ასეთი პრობლემების გამო ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება.
„მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფეხრებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან, შეიძლება უბედურება მოხდეს. თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებას უნდა წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ და თუ ვერ ასრულებს, პირიქით, გამოვიყენოთ სანქციები. რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს ალბათ, არ აინტერესებთ ჩვენ რა სტრუქტურით ვქირაობთ ამა თუ იმ კომპანიას და ის, რომ რომელიმე ქვეკონტრაქტორი არ არსებულებს საკუთარ ვალდებულებას. ამას ვამბობ ჩვენი კონტაქრტორი კომპანიების გასაგონადაც“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის მეთაურს გზებზე და ელექტროსისტემაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
