LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერების დასკვნა: როგორ გავზარდოთ გონიერი ბავშვი

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, ფიზიკური აქტიურობა ადრეული ასაკიდან დადებითად მოქმედებს არა მარტო ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ბავშვის ორგანიზმში, არამედ თავის ტვინის მუშაობაზეც მთელი ცხოვრების მანძილზე.  

სპორტული ვარჯიშები ხელს უწყობენ ახალგაზრდა ორგანიზმის ჯანსაღ გონებრივ განვითარებას და მეტაბოლიზმის ნორმალურ მუშაობას.

შედეგების გამოსავლენად მეცნიერებმა ექსპერიმენტების სერია ლაბორატორიის თაგვებზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ იმ ცხოველების მიკრობიომი (კომენსალური, სიმბიოზური და პათოგენური მიკროორგანიზმების ეკოლოგიური შემადგენლობა), რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს მისდევდნენ, საგრძნობლად განსხვავდებოდა ნაკლებად მოძრავი ზრდასრული მღრღნელების მიკრობიომისგან. ცვლილებები კი, მაშინაც არ იგრძნობა, როცა ზრდასრული მღრღნელები მეტ მოძრაობას იწყებდნენ.

ამგვარად, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ცვლის ნაწლავთა მიკრობიომის შემადგენლობას, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის განვითარებასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.