LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმი ამჯერად ბიონსედ გარდაისახა (ვიდეო)

შოუში Lip Sync Battle, მსახიობმა ჩენინგ ტატუმმა ბიონსესა და მისი კლიპის – „Run the World“ პაროდია გააკეთა. წარმოდგენამ გარშემომყოფები გაახალისა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო – შოუს ბოლოს ტატუმს თავად ბიონსე შეუერთდა და რამდენიმე მოძრაობა მასთან ერთად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში ტატუმის კონკურენტი მისივე ცოლი, ჯენა დიუენი იყო, რომელმაც მაყურებელს არანაკლებ შთამბეჭდავი ნომერი შესთავაზა. მსახიობმა შეასრულა ცნობილი ცეკვა ფილმიდან „სუპერ მაიკი“, სადაც მთავარ როლს სწორედ ჩენინგ ტატუმი ასრულებს.