ტელეარხმა HBO, „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის პრემიერის თარიღი დაასახელა – ახალი სერიები ეთერში 24 აპრილს გამოვა და ის 10 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი.
სერიალის პრემიერები ყოველთვის დიდ აჟიოტას იწვევს მაყურებელში, თუმცა ამჯერად მოლოდინი გაორმაგებულია, რადგან მაყურებლის უმეტესობას აინტერესებს, გადარჩა თუ არა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – ჯონ სნოუ.
კიტ ჰარინგტონი გადასაღებ მოედანზე ბევრერ შენიშნეს, თუმცა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა დარწმუნებით თქვა, რომ ის სერიალში აღარ დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ სნოუ გახდა სერიალის სარეკლამო კამპანიის სახე.

