მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთარი ახალშობილის სურათები გარკვეულ ასაკამდე არ უნდა გაასაჯაროვონ, თუმცა მარკ ცუკერბერგი ამ ცრურწმენის სასტიკი წინააღმდეგია. გასული წლის დეკემბერში „ფეისბუქის“ დამფუძნებელსა და მის ცოლს – პრისცილას ქალიშვილი მაქსი შეეძინათ და პირველი ფოტო დაბადებიდან ძალიან მალე დადეს „ფეისბუქზე“.
ამჯერად კი ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტო, სადაც იგი მაქსთან ერთად ექიმის კაბინეტშია გადაღებული.
“ვიზიტი ექიმთან – ვაქცინაციის დროა,“ – წერს ცუკერბერგი.

