LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი დიეტური პროდუქტი, რომლებიც მომატებული კილოგრამების დაკლებაში დაგეხმარებათ

სადღესასწაულო მსუნაგობის შემდეგ დროა ის პროდუქტებიც გაიხსენოთ, რომლებიც სწრაფად დაგაბრუნებენ ფორმაში.

 

ხილი და ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ, რადგან მცენარეული ბოჭკო აუცილებელია თქვენი მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ვიტამინები კი, რომლებსაც ახალი ან მსუბუქად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული შეიცავს, თქვენს მეტაბოლიზმს ეხმარება. გაამრავალფეროვნეთ თქვენი რაციონი ვაშლით და კენკროვანით, ბროკოლით, სოკოთი და ისპანახით.   

81b6cb795e653c3080dcbea36abb7fe5

მწვანე ჩაი წონის დაკლების მშვენიერი საშუალებაა, თუ რა თქმა უნდა მას შაქრის და ორცხობილების გარშე მიირთმევთ. ფლავონიდები კი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს ყველაფერთან ერთად ორგანიზმსაც გაახალგაზრდავებს.

4271ac04d61912354dace0c4510de79d

მონოუჯერი ცხიმები მაღლა წევს “კარგი ქოლესტერინის” დონეს, აქრობს ანთებით პროცესს, ამაგრებს გულს და სისხლძარღვებს. დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმებს ზეითუნის ზეთი, ნუში, თხილი და კაკალი შეიცავს.

cd9d0b98db93b51988ee053bb343bdbe

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის დიეტა ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავების დაბალი პროცენტულობით, ამაგრებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას. ომეგა 3 –ის მდიდარი წყაროა კაკალი, სელის თესლი და ორაგული.   

9421d46c859dd42d5da10b6c248a546b

სანელებლები, მათ შორის ნიორი და ჯანჯაფილი, წიწაკა და დარიჩინი,  ეფექტურად ებრძვიან ცხიმს მეტაბოლიზმის გაძლიერების ხარჯზე. ასე რომ გამოიყენეთ ისინი თქვენს კერძებში მაქსიმალურად ხშირად.  

544ecbe11cefeb7118a25d49d0052395

წყალი აუცილებელია სწორი ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, ასე რომ ეცადეთ დღეში სულ მცირე 1,8 ლიტრი წყალი დალიოთ (ალკოჰოლის გარდა, ნებისმიერი სასმელის ჩათვლით). თუ სპორტით ხართ გატაცებული, მაშინ თქვენი ნორმა 200 მილილიტრი უნდა იყოს ყოველ 30 წუთში ინტენსიური დატვირთვების პერიოდში.

276bcb7faf85699ab4af99083fbbafc3

მარცვლეული მდიდარი უჯრედისით, რომელიც ინსულინის დონეს აკონტროლებს ორგანიზმში და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ეხმარებიან თქვენი ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნებას.  

63e69241cba81bf6e301635917f6919a