LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაძე 14 თებერვალს კონცერტს გამართავენ

Ardaidardo.Geგავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ ჯგუფ „სახის“ აღდგენა გადაწყვიტეს და ამის აღსანიშნავად კონცერტის გამართვას აპირებენ. რასაკვირველია, ჩვენ ეს ინფორმაცია პირვეწყაროსთან გადავამოწმეთ და დათო ფორჩხიძეს დავურეკეთ.

 

დათო, მართალია, რომ „სახის“ აღდგენა გადაწყვიტეთ?

არ არის მართალი. მართალია ის, რომ კონცერტის გამართვას ვაპირებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯგუფი აღდგა. ჩვენ ასე 10 წელია, რაღაცებს ვაპირებთ (იღიმის). ნამდვილად ვერ დავაანონსებთ ჯგუფის აღდგენას. გოგა ხაჩიძე აღარ მღერის, მე და დათო ხუჯაძეს კი რამდენიმე კონცერტი გვქონდა, მათ შორის ბათუმშიც, და ახლაც ვგეგმავთ პატარა კონცერტს 14 თებერვალს. ეს იქნება ნოსტალგიური კონცერტი.

ნინო მურღულია