LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე ორსულობის დამალვას სამოსით ცდილობს (ფოტო)

ბიონსე ფოტოგრაფებმა ამჯერად ჰოლივუდში ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს, როცა 34 წლის მომღერალი სადილობის შემდეგ ჯეი-ზისთან ერთად ქუჩაში მოდიოდა. ყურადღება მიიქცია ბიონსეს უჩვეულოდ დიდი ზომის სამოსმა, რაც არაა დამახასიათებელი მომღერლისთვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბიონსე დიდი ზომის სამოსში ჩნდება და მუცლის დამალვას ცდილობს. ვარსკვლავს შავ კაბაზე Faith Connexion-ის ქურთუკი ეცვა, რომლის ღირებულებაც 1077 დოლარია.

ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ამავე დღეს გადაღებული სხვა ფოტოც, სადაც ბიონსეს თეთრი ფერის ზედატანი აცვია, რომელშიც უფრო კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი. ამ დღეს ბიონსე და ჯეი-ზი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.