13 იანვარს ცნობილი გახდება ოსკარის ნომინანტთა სრული შემადგენლობა. დიდი ალბათობით ლეონარდო დიკაპრიო მოხვდება საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა სიაში. იქამდე კი, მედია იხსენებს ყველაზე საინტერესო მომენტებს მისი ცხოვრებიდან. ცნობილია, რომ დიკაპრიო ცოტა ხნის წინ დაშორდა მოდელ კელი რორბახს, იქამდე კი მის ცხოვრებაში არანაკლებ საინტერესო ქალბატონები ფიგურირებდნენ.
ლეონარდო დიკაპრიო პოპულარული 90-იან წლებში გახდა, ამ პერიოდში ის მოდელ ბრიჯედ ჰოლს ხვდებოდა. მალე მსახიობმა რომანი გააბა კიდევ ერთ ქერათმიან ლამაზმანთან, კრისტენ ზანგთან. დაშორების გადაწყვეტილება თავად ზანგმა მიღო, მას შემდეგ რაც დიკაპრიოს გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ. ამბობენ, რომ ლეოს ძალიან უყვარდა კრისტენი და მასთან დაშორება მძიმედ გადაიტანა. ფილმის „ადამიანი რკინის ნიღაბში“ პრემიერაზე დიკაპრიომ ევა ჰერციგოვა გაიცნო, რომელთანაც რომანი გააბა, თუმცა წყვილის ურთიერთობა ხანმოკლე იყო, თანაც ფარული. იმ პერიოდში ჰერციგოვა ცნობილი მუსიკოსის, ტიკო ტორესის ცოლი იყო.
„ტიტანიკის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ლეოს რომანი ჰქონდა ემბერ ვალეტასთან. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო რომანი ჟიზელ ბუნდჰენთან, რომელიც 2000-დან 2005 წლამდე გრძელდებოდა. 5 წელი გაატარა ლეომ მსახიობ ბარ რაფაელისთან. მასთან დაშორების შემდეგ იყო რომანი ანა ვიალცინასთან, შემდეგ კი ბლეიკ ლაივლისთან. ხანმოკლე აღმოჩნდა ლეოსა და ერინ ჰიზერტონის რომანიც. 2013 წელს, „უოლ სთრითის მგელში“ გადაღებებისას ლეოსა და მარგო რობის შორის ახალი რომანი დაწყო, თუმცა ისიც ხანმოკლე აღმომდა. ამას მოჰყვა ურთიერთობა ტონი გარნთან, ნინა აგდალთან, რიანსთან და ბოლოს კელი რორბახთან, რომელსაც მსახიობი ცოტა ხნის წინ დაშორდა.
ბრიჯედ ჰოლი
ლეონარდო დიკაპრიო და კრისტენ ზანგი
ევა ჰერციგოვა
ემბერ ვალეტა
ლეონარდო დიკაპრიო და ჟიზელ ბუნდჰენი
ლეონარდო დიკაპრიო და ბარ რაფაელი
ანა ვიალცინა
ლეონარდო დიკაპრიო და ბლეიკ ლაივლი
ერინ ჰიზერტონი
ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი
ლეონარდო დიკაპრიო და ტონი გარნი
ნინა აგდალი
რიანა
ლეონარდო დიკაპრიო და კელი რორბახი














