LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვან დეიკის ტილოსთნ დაკავშირებით გამოძიების დაწყებას აბაშიძეების ოჯახი მიესალმება

ვან დეიკის ტილოსთნ დაკავშირებით გამოძიების დაწყებას აბაშიძეების ოჯახი მიესალმება, რომელთაც ნახატი 2010 წელს ჰუსეინოვს მიჰყიდა, თუმცა თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმციით, დღეს ამ საკითხზე ეკა აბაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. იგი იმ ფოტოს მიტანასაც გეგმავს, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა. მასზე ოჯახის ერთერთ წევრთან ერთად ვან დეიკის ტილოც ჩანს. ეკა აბაშიძის თქმით, ის ასევე მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტაციას წარადგენს.

ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით თურქეთში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ორი პირი დააკავეს. მათ ნახატის საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადატანას ედავებიან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის ღირებულება 14 მილიონს შეადგენს.

ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარღვევით გატანისთვის გამოძიება დაიწყო.

გუშინ გამოძიებას პირველად მისცეს ჩვენება ზაჰირ ჰუსეინოვმა და მალხაზ მახარაძემ. გამომძიებლების შეკითხვებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.