რეპერმა მასტერმა, გიორგი პავლიაშვილმა, ზაზა ფაჩულიას ახალი ვიდეო მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე სამი ათასამდე ადამიანმა გააზიარა.
როგორც რეპერი აღნიშნავს, სულ ფიქრობდა, რომ ამ თემაზე უფრო მეტი რამ უნდა გაკეთებინა, ვიდრე პოსტის დაწერა იყო და სპეციალური ვიდეო გადაიღო.
„ვინ ვისი ნათლიაა, ვინ ვისი ნათლულია, კაი ბიჭია, თუ საგზაო პატრულია, ყველა ერთი საქმით გართულია #NBAVOTE Zaza Pachulia“, „მერიამ თქვა, რომ 500 000 ხე დარგულია, ზაზა „ოლ სტარსში“ შევაო, ამბობს ლელა კაკულია, რახან ლელამ თქვა, „ზნაჩიტ“ ბეჭედდარტყმულია, #NBAVOTE Zaza Pachulia“ – რეპავს გიორგი.
