ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის დაშორების შესახებ ხმები კვლავ გავრცელდა – ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინება უახლოეს მომავალში გარდაუვალია. ოჯახთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, წყვილმა ურთიერთობის დალაგების საბოლოო შანსი ვიეტნამში ერთად გადატრებული შვებულებისას ვერ გამოიყენა, ისინი მუდმივად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ, ორივე მიხვდა, რომ ქორწინების გადარჩენას ვერ შეძლებენ.
„ენჯიმ განაცხადა, რომ ბრედი აღარ არის ის ადამიანი, ვისაც ცოლად გაყვა, ის დაბერდა და ანჯელინას აღარ სჭირდება. პიტმა კი მას უპასუხა, რომ მოგზაურობისთვის უამრავი ფული დახარჯა და ანჯელინამ უნდა დაუბრუნოს, რადგან საკუთარი ისტერიკებით ყველაფერი გააფუჭა.
ამასთან, წყარო ირწმუნება, რომ ყველაფრის მიზეზი ანჯელინას ღალატია – სანამ ბრედი ახალი ფილმის პრეზენტაციას აშშ-ში ახდენდა, ჯოლი კამბოჯაში სხვა მამაკაცთან ერთად იყო.
