პაპარაცებმა ბიონსე ამჯერად სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტში დააფიქსირეს. მომღერალი შეუმჩნევლად ცდილობდა დაეტოვებინა კვლევითი ინსტიტუტი,რომლის დიდ სპორტ-დარბაზშიც, სავარაუდოდ, საკუთარ გუნდთან ერთად „სუპერთასის“ შოუსთვის ემზადება.
ბიონსეს ნაცრისფერი პალტო ეცვა, რომლის მეშვეობითაც ის ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ფოტოგრაფებისთვის. პაპარაცებმა კი მაინც მოახერხეს მომღერლის გადაღება. ბიონსე საგანგებოდ მალავდა მუცელსაც, შესაბამისად, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი ორსულობაც.
