LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი?

ჟურნალ People-ის მიერ პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად დაასახელებული ნიუ-ჯერსელი მიხეილ ვარშავსკი საქველმოქმედო აუქციონში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების პარტნიორი, რომლის მთავარი პრიზი ვარშავსკისთან პაემანი იქნება, გაცნობის ამერიკული პორტალი Coffee Meets Bagel გახდა.

”მე სერიოზულ ურთიერთობას ვეძებ, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, აღიერებამ ვერ გამიადვილა პარტნიორის ძებნა”, – აღნიშნა 26 წლის ვარშავსკიმ, რომელმაც ყველაზე სექსუალური ექიმის ტიტული 2015 წლის შემოდგომაზე მიიღო.

აუქციონზე შეგროვილი თანხა ვარშავსკის ორგანიზებით შექმნილ, სტუდენტებისა და მოსწავლეების ფინანსური დახმარების საქველმოქმედო ფონდს Тhe Limitless Tomorrow გადაეცემა.

”ძალიან გამიმართლა, რომ ჩემმა ინიციატივამ სოციალურ ქსელში მოიპოვა მხარდაჭერა. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და გადავწყვიტე, მთელი ყურადღება საქველმოქმედო საქმიანობაზე გადამეტანა”, – თქვა ვარშავსკიმ.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა  საიტზე Coffee Meets Bagel თანხის გადარიცხვა. ამ დროისთვის საიტმა უკვე შეძლო 40 000 დოლარის მოგროვება. კონკურსის წესების მიხედვით, ქველმოქმედებაში გაღებული ყოველი 10 დოლარისთვის, გათამაშების მონაწილეთა ნუსხაში 100 ადამიანს შეიტანენ. აუქციონი 27 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული კი, რომელსაც თებერვლის თვეში შემთხვევითი რიცხვების გენერატორი დაადგენს, ნიუ-იორკში ჩამოვა და ცნობილ ექიმთან ერთად ივახშმებს მიშლენის რესტორანში.

tumblr_nyh5gfhSvd1qamowxo1_500

0_1453370632

ask-a-hot-doctor-2

Screenshot_2

sexiestdoctor

 

MIAMI BEACH, FL - JANUARY 5: Dr. Mikhail Varshavski, aka Doctor.Mike, poses during a portrait session on January 5, 2016 in Miami Beach, Florida. (Photo by Alexander Tamargo/Getty Images)