LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკბილის მოყვარულთა ”სამოთხე” ლონდონში

სამსართულიანი კომპლექსი Cadbury Creme Egg Café ლონდონის სოჰოში, 22 იანვარს გაიხსნა და 6 მარტამდე ყოველ უიკ-ენდზე იმუშავებს.

პოპ-აფ-საკონდიტროს მთავარი კოზირი ”რესტორანია”, რომლის მენიუში შოკოლადის კვერცხის Creme Egg-ის კერძები: ხილის სალათი შოკოლადით, სენდვიჩი და კექსი შევიდა (პორცია – 4 ფუნტი სტერლინგი). რესტორანი მეორე სართულზე განთავსდა, პირველზე კი, კაფე მოეწყო, სადაც Creme Egg-ის და მისგან მომზადებული ტოსტების დაგემოვნება შეიძლება. მესამე სართული სათამაშო ოთახს დაეთმო თავისი უზარმაზარი აუზით, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლებსაც შეუძლიათ გართობა.

166af3ce8ab054773b4014f0931c7c4661e9074a