LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი თინი გალდავა გათხოვდა (ფოტოები)

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი თინი გალდავა დაქორწინდა. მისი რჩეული კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ნიკა ჩხაიძეა, რომელიც სერიალ “ტიფლისში” მონაწილეობს. საქორწინო ცერემონია სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.

წყვილმა ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. თინი და ნიკა ჯგუფელები იყვნენ, თეატრალური ინივერსიტეტიც ერთად დაამთავრეს. თინი “ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვდა, ნიკა კი  – სერიალ “შუა ქალაქში”.

ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ამბავი ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. თინი არასოდეს საუბრობდა ნიკაზე  და ასევე ნიკაც საიდუმლოდ ინახავდა სიყვარულის ამბავს. დღეს კი მათ ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა.

ფორტუნა ულოცავს თინის და ნიკას გაბედნიერებას და გთვაზობთ ექსკლუზიურ კადრებს ქორწილიდან.

12552934_10201206436639901_5199930365121320233_n
12592717_10205542115729178_4464219190702831503_n
12592748_10201206479800980_2215032244686296515_n
12376372_10205542115289167_1815166509786164367_n