LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ძალიან გამიმართლა, რადგან შესარჩევზე 300 000-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ბევრი ქართველი”

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” დათუნა მგელაძე ესტუმრა.


-შენ პირველად ხარ ჩვენთან, დავიწყოთ სულ თავიდან…

-”ჯეოსტარამდე” იყო ჯგუფი, სადაც მე გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი და მიშო შარაშენიძე ვმღეროდით, ჯგუფს ერქვა ”ვივო”. დიდი ხანი ვიყავით ერთად, ერთად გავიზარდეთ. არასოდეს მიზიდავდა კონკურსები, თუმცა, სხვა გამოსავალი არ იყო. ჯგუფიდან ”ჯეოსტარამდე” იყო ორ წლიანი პაუზა. ჯგუფამდე ბავშვობაშიც ვმღეროდი. ვიყავი ”მართვეში”, ვიყავი სკოლის ჯგუფში სახელად ”არგო”. მე და ნოდიკო ერთად მივედით ”ჯეოსტარის” კასტინგზე. გამომიარა ტაქსით და წამიყვანა. იმ წელს გაიმარჯვა ნოდიკომ, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ყო. ჩვენ ძმაკაცები ვართ. იმ პაუზიდან გამომდინარე რა პაუზიდანაც მივედი, ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფორმაში ჩადგომა ადვილი არ არის.


-რა დაგაკლდა იმისათვის, რომ გამარჯვებული ყოფილიყავი?

-ვარჯიში… მე გამირბოდა აზრები, კონკურსამდე ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, გაფანტული. რომ ამეყვანა ჩემი თავი ხელში, უკეთესი შედეგი მექნებოდა. თუმცა, დღეს ისეთი რეიტინგული აღარ არის კონკურსი როგორც მაშინ.


-ვინ მღერის ოჯახში?

-ყველაზე არაპროფესიონალი არის დედა. ჩემი დაც ძალიან კარგად მღერის, თუმცა, სახალხოდ არ უცდია არასოდეს. ბავშვობიდან გაგვაღვიძებდნენ ხოლმე მამას მეგობრები და გვამღერებდნენ.


-ვის გამოყოფდი, ვინ გასწავლა ხმის მართვა?

-ძალიან დიდი სკოლა გავიარე ხალხური სიმღერით. ზაზა წურწუმია დამეხმარა ძალიან.


– ”მე შენ მიყვარხარ”, ჩვენს ეთერში ხშირად ტრიალებს, მოგვიყევი ამ სიმღერის შესახებ…

-2003 წელს ლილიკო ნემსაძემ დამიწერა. დამირეკა და მითხრა, შემთვის დავწერეო. ამ სიმღერას არც მინუსი გააჩნია, არც ფონოგრამა. მეც ძალიან მომწონს ეს სიმღერა და ლილიკოს დიდ პატივს ვცემ.

Ardaidardo.Ge


-”ჯეოსტარის” შემდეგ რა მოხდა შენს ცხოვრებაში?

-ორი წლის წინ წავედი საქართველოდან, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყველა კონცერტში ვიყავი. თუმცა, ამან არანაირი შეღავათი არ მომცა, ვერაფერი გავაკეთე. სულ მინდოდა სადმე წასვლა და წავედი მოსკოვში, რეზი არჩვაძესთან შეთანხმებით. შემდეგ იყო იქაური ”ვოისი”, ძალიან გამიმართლა, რადგან შესარჩევზე 300 000-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი. შევედი, ვიმღერე და მითხრეს, რომ გადავედი. თუმცა, ვერ გავიმარჯვე. ასევე ვარ იქაური ”იქს ფაქტორის” სიაში, თუ წავალ, კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, თუმცა ჯერჯერობით აქ ვარ და აქ მინდა რაღაც გავაკეთო. ერთი ვიდეო გადავიღე, მეორე მთავრდება.


-”ნუ კოცნი მას”, მოგვიყევი ამ სიმღერაზე…

-ჯგუფი ”გოგლი-მოგლი” გახსოვთ ალბათ, მათ ჰქონდათ ეს სიმღერა რეპერტუარში. კონცერტებზე მომიწია შესრულება და დიდი სიამოვნება განვიცადე. ერეკლე დიდიამ, სიმღერის ავტორმა თავად დამირეკა და მთხოვა მისი საღამოსთვის მემღერა. სულ ახლახან ჩავწერე.


-რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?

-ალბომისთვის საკმარისი სიმღერები უკვე მაქვს. სპონსორებიც გამოჩნდნენ. მინდა რომ ყველა სიმღერა განსაკუთრებული იყოს. ველოდები რამოდენიმე სიმღერის ჩაწერას.


-გყავს თუ არა საყვარელი კომპოზიტორი?

-ძალიან მიყვარს მაიკო კაჭკაჭიშვილი, ვაჟა ტუღუში გენიალური ადამიანია, პეკე ძალიან მიყვარს, ლილიკო ძალიან მაგარია.


-ვინ არის შენი პირველი მსმენელი? ვის აზრს ითვალისწინებ პირველ რიგში?

-პირველ შეფასებას მე ვაკეთებ და არავის არ ვუსმენ.


-როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ორი წლის შემდეგ?

-წასვლა აუცილებლად მომიწევს, მოსკოვში პატარა ბიზნესი მაქვს და უჩემოდ არ გამოვა. თბილისი კი ძალიან მაკლდა. გაღვიძება მიხარია აქ, იქ არა.


-პირადში რა ხდება?

-შეყვარებული არ მყავს, ვეძებ ლამაზ გოგონას.


-დუეტებზე რას ფიქრობ?

-ყველაზ მეტი დუეტი მაქვს მგონი საქართველოში. ლელა წურწუმიასთან, ნინი ქარსელაძესთან, ნოდიკო ტატიშვილთან, ივანა მელაისთან და ა. შ.


-რა გეგმები და მიზნები გაქვს?

-მოსკოვში მყავს ბენდი და მინდა აქაც ჩამოვაყალიბო. მოვივლი რეგიონებს.


-ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

”შემოდგომის ფოთლები” – ასე ჰქვია მას. ვაჟა ტუღუშის არის. იმედია გავუმართლებ ამ იმედებს, მითხრა, რომ დავწერე სიმღერა, მე და ჩემს მეუღლეს პირველი შენ წარმოგვიდექიო.

დათუნა მგელაძე – შემოდგომის ფოთლები

 

AudioDATUNA MGELADZE – SHEMODGOMIS POTLEBI

დათუნა მგელაძე – ნუ კოცნი მას

AudioDATUNA MGELADZE – NU KOCNI MAS

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – DATUNA MGELADZE

ვიდეო კოლაჟი

დათუნა მგელაძე – შემოდგომის ფოთლები

ფოტოები