LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტის ქალიშვილი დაინიშნა – „ერთმანეთი ძალიან უყვართ…“

Ardaidardo.Geმომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მისი გოგონა ანი დაინიშნა. მომღერალი კი სიხარულს ვერ მალავს და ძალიან ბედნიერია შვილის არჩევანით.


ლაშა ღლონტი:

ქორწილი 12 ივნისს შედგება. ჩემი სიძე გახლავთ თორნიკე მაისურაძე. ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეს ძალიან მახარებს, ლამაზი სიყვარულის ამბავი აქვთ.


თქვენ იცოდით თავიდანვე მათი ურთიერთობის შესახებ?

მთლად თავიდანვე არა, ცოტა მერე გავიგე, მაგრამ მჯეროდა ჩემი შვილის და იმის, რომ არჩევანს ნამდვილ ქართველ ვაჟკაცზე შეაჩერებდა. ასეც მოხდა. ჩემი სიძე, თორნიკე მაისურაძე ძალიან კარგი
ბიწია.


თავადაც ხომ არ მღერის?

დიახ, ძალიან კარგად მღერის. დუეტიც აქვთ ჩაწერილი და თუ თქვენი სურვილიც იქნება, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გავაკეთოთ პრემიერა (იღიმის).


ქორწილი ალბათ ერთი დიდი კონცერტი იქნება…

ნამდვილად, მთელი შოუბიზნესი იქნება. დიდ ამბავს ვაპირებთ (იღიმის).


გილოცავთ.

დიდი მადლობა.


ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge