LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლენფილმი” დიკაპრიოს ლენინის როლის შესრულებას სთავაზობს

ლეონარდო დიკაპრიომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა რუსი პოლიტიკური მოღვაწეების – ვლადიმერ პუტინის, გრიგორი რასპუტინისა და ვლადიმერ ლენინის როლებს.

რუსული მედიის ცნობით, სტუდია „ლენფილმმა“ გადაწყვიტა, გადაიღოს ფილმი ლენინზე და დიკარიოს მისი როლი შესთავაზოს.

სტუდიის წარმომადგენელმა ვალერი კარლოვმა განაცხადა, რომ ლეოს ხშირად ამსგავსებენ ხოლმე ლენინს ახალგაზრდობაში.

„საკმარისად გვაქვს დეკორაცია და რეკვიზიტები იმისთვის, რომ შევქმნათ რევოლუციის ეპოქა,“ – განაცხადა კარლოვმა.
თავად დიკაპრიოს შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.