ქეთა თოფურიამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ქალიშვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის სახეს მკაცრად მალავს, ის არ ერიდება ოლივიას სხვა რაკურსით ჩვენებას.
შეგახსენებთ, რომ ქეთა დედა 2015 წლის ზაფხულში გახდა. მისთვის ეს პირველი, ხოლო მისი მეუღლისთვის, ლევ გეიხმანისთვის ეს მეორე შვილია. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში წყვილმა განაცხადა, რომ სამი შვილის ყოლაზე ოცნებობს.


