LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგის დეკრეტული შვებულება დასრულდა

Facebook-ის მთავარი აქციონერი და დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 2თვიანი დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა, ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა :

12647560_10102616790362931_3270313262875234676_n

„პირველი სამუშაო დღე დეკრეტის შემდეგ, რომელი ჩავიცვა?“-წერს ცუკერბერგი.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა ბავშვის დაბადების შემდეგ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო და აუცილებლად აიღებდა დეკრეტულ შვებულებას.

„ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმებულმა მშობლებმა შვილისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახონ, ეს მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის,“ – განაცხადა ცუკერბერგმა.