LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხილ-ბოსტნეულის სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა

შპს ”მწვანე ბაზარი” მომხარებელს ნატურალური ხილ-ბოსტნეულის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა პაატა იოსავამ განუცხადა, აღნიშნული საქმიანობა ”მწვანე ბაზარმა” მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

”ვყიდულობთ 100%-ით ნატურალურ პროდუქციას და გამოძახების შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ უბანში მიგვაქვს. რაც შეეხება მომსახურების ფასს,  თუ შეკვეთა აღემატება 25 ლარს, მიტანა უფასოა. დანარჩენ შემთხევაში კი სერვისს ფასი დამოკიდებულია უბანზე”, – განაცხადა იოსავამ.

მისივე თქმით, ”მწავნე ბაზრის” მომსახურების ყველაზე მაღალი ფასი 7 ლარია.

კომპანიის დირექტორის თქმით, მომავალი თვიდან ”მწავნე ბაზრის” მანქანები თბილისის სხდავასხვა უბნებში გამოჩნდება და მიტანის სერვისის გარდა, კომპანია პროდუქციას ადგილზეც გაყიდის.

”ჩვენი მანქანები ძირითადად, ვაკე-საბურთალოს რაიონში განთავსდება. ავიყვანთ მძღოლებსა და გამყიდველებს, რომლებიც ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას მოახდენენ”, – განაცხადა პაატა იოსავამ.

”მწავნე ბაზარი” ახლო მომავალში გაფართოებასა და რეგიონებში გასვლასაც გეგმავს.

შპს ”მწვანე ბაზარი” კომპანიად 2015 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, თუმცა ბაზარზე აქტიურად 2016 წლის იანვრიდან გამოჩნდა.